მონაწილეობის წესები

მონაწილეობის მიღების პირობები
მონაწილეობის მისაღებად შეძენა და სხვა მსგავსი ქმედება არ არის საჭირო. შეძენა არ გაზრდის მოგების შანსებს.

პრომოუშენში (ღონისძიება, პროექტი, შეჯიბრი,) მონაწილეობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და საღი აზრი. პატივი ეცით და გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. არ დააზიანოთ სხვისი საკუთრება.

რეკლამირებაში მონაწილეობით, თქვენ ეთანხმებით მონაწილეობის წინამდებარე პირობებს („პირობები“) და აჩვენებთ, რომ აკმაყოფილებთ ყველა ქვემოთ მოცემულ პირობას. პრომოუშენი, მოცემულ პირობებთან ერთად, ექვემდებარება მოქმედ კანონსა და რეგულაციებს.

სამხრეთ აფრიკისთვის: თუ თქვენ ხართ მომხმარებელი, მომხმარებელთა დაცვის შესახებ , 2008 წლის 68-ე აქტის შესაბამისად („ მომხმარებლის დაცვის აქტი“), ორგანიზატორი ( ქვემოთ მოცემულისამებრ), ვალდებულია გაგაცნოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი პირობა. ქვემოთ მოცემულია პუნქტი, მნიშვნელოვანი პირობებით , იმ მიზეზებთან ერთად, რაც განაპირობებს მათ მნიშვნელობას.

ა) ორგანიზატორის პასუხისმგებლობის შეზღუდვა: 1, 3, 10 და 13 პუნქტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზღუდავენ და გამორიცხავენ იმ ვალდებულებებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას,რაც ორგაიზატორს შეიძლება გააჩნდეს თქვენს წინაშე. გარდა ამისა, ისინი გამორიცხავენ და ზღუდავენ თქვენს უფლებამოვალეობებს და გაკისრებენ სხვადასხვა რისკებს, ვალდებულებებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ბ) რისკების საკუთარ თავზე აღება: 1, 3, 10 და 13 პუნქტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გულისხმობენ რისკების თქვენს თავზე აღებას და შესაძლოა შეზღუდონ თქვენი უფლება მოვალეობები ორგანიზატორის მიმართ.
გ) ფაქტების აღიარება: 3 და 10 პუნქტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მოიცავს თქვენს მიერ ფაქტების აღიარებას. სავალდებულოა, დაკვირვებით წაიკითხოთ თითოეული პარაგრაფი, რადგან ისინი მიუთითებენ, თქვენს მაგივრად ფულადი თანხების კონტროლზე.
დ) კომპენსაცია: პუნქტი 13 ითვალისწინებს თქვენი ორგანიზატორის მიმართ არსებული მოთხოვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას კონკრეტულ ვითარებაში, რამაც შესაძლოა დაგაკისროთ სხვადასხვა რისკი, ვალდებულება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო ორგანიზატორმა მოითხოვოს, თქვენი ბრალეულობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

1. სპონსორი

1.1. წინამდებარე პრომოუშენი იწარმოება Red Bull GmbH-ის მიერ , რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მისამართზე: ფან ჰონგ კონგ, ბოჰნამ სტრენდ 40-44, EIB ცენტრის 21-ე სართული, რედ ბულლ სინგაპურ ლიმიტედი, რომლის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს მისამართზე: 048624 სინგაპური, UOB პლაზა 1, #25-1, რაფლეს ფლეის 80, რედ ბულ იაპონია, რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მისამართზე:150-0002, ტოკიო, იაპონია, შიბუია-კუ, 1-3-3 შიბუია, ჰულიკ აოიამა #2, რედ ბული ახალი ზელანდია, რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მისამართზე: ახალი ზელანდია, ოკლენდ 1011, გრეი ლინ, მაცკელვის ქ. 27, კორპორაცია რედ ბული ტავიანი, რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მისამართზე: ტაივანის ქ, ტაიპეი, ისთ როუდ ნანგანგ დისთრიქთ 115, ზონგსიაო, სექცია 6, ფ 14-7 (11575), წევრი კომპანიების, პარტნიორების, აგენტების და მომსახურების მიმწოდებლების (ორგანიზატორი) დახმარებით.
რუსეთისთვის: პრომოუშენი მიმდინარეობს შპს რედ ბულის , რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მისამართზე: რუსეთი, 109004, მოსკოვი, კორპ 3, სტანისლავსკოვის ქ. 21 ( ორგანიზატორი) და მისი წევრი კომპანიების მიერ.

1.2. თუ პრომოუშენი წარიმართება ერთი ან მეტი მესამე მხარის პლატფორმის მიერ, იგი არ იქნება დაკავშირებული მესამე მხარის პლატფორმასთან, არ დაფინანსდება, დამტკიცდება ან გამოიყენება და შესაბამისად რაიმე კუთხით ასოცირდება მესამე მხარესთან. პრომოუშენში მონაწილეობით , მონაწილე თანხმობას აცხადებს რომ არ ექნება რაიმე სახის მოთხოვნა მესამე მხარის, პრომოუშენში მონაწილეობის შედეგად წარმოშობილ, პლატფორმის მიმართ,. მონაწილის მიერ მესამე მხარის პლატფორმის გამოყენება ექვემდებარება აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოქმედ ვადებსა და პირობებს. ორგანიზატორი უარს აცხადებს ვალდებულებაზე, მონაწილის მიერ მესამე მხარის პლატფორმის ვადებისა და პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

2. პრომოუშენი („პრომოუშენი“)

2.1. აღნიშნული პრომოუშენი ექვემდებარება მოცემულ პირობებს, მოქმედ კანონსა და რეგულაციებთან ერთად.
2.2. პრომოუშენის სახელწოდებაა „Red Bull Can You Make It? “

2.3. პრომოუშენი დაიწყება 2019 წლის 1 ოქტომბერს, 00:00 შუაღამე CET, ( ადგილობრივი დრო ან მისი ეკვივალენტი) და დასრულდება 2020 წლის 29 აპრილს, 15:00 CET ( ან ადგილობრივი დროის ეკვივალენტი) ( პრომოუშენის პერიოდი). აპლიკაციებს ორგანიზატორი იღებს პრომოუშენის დახურვის თარიღამდე. მის შემდეგ შემოსული ყველა სახის აპლიკაცია, ავტომატურად დისკვალიფიცირდება.

3. შესაბამისობა

3.1. პრომოუშენში მონაწილეობასა და პრიზის მოსაგებად, მონაწილე სავალდებულოა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

3.2. განაცხადის შეტანისას, მონაწილე უნდა იყოს 18 წელს ზემოთ ფიზიკური პირი და არ იქნას მონაწილის საცხოვრებელი ქვეყნის მიერ არასრულწლოვნად მიჩნეული. 18 წლის ქვემოთ პირები პრომოუშენში არ დაიშვებიან და შესაბამისად არ აქვთ პირად მონაცემთა ორგანიზატორთან გადაგზავნის უფლება ( მონაწილესთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, როგორიცაა საკონტაქტო დეტალები, ფოტოები „ პირადი მონაცემები“). ორგანიზატორისთვის პირადი მონაცემების მიწოდება ნებაყოფლობითია, თუმცა, პირი ვერ შეძლებს პრომოუშენში მონაწილეობას, მოთხოვნილი პირადი მონაცემების წარდგენის გარეშე.

3.3. იაპონიისთვის: თუ ფიზიკური პირის ასაკი არ აღემატება 20 წელს, იგი მონაწილეობას იღებს, მშობლის, იურიდიული მეურვის ან სხვა პასუხისმგებელი ზრდასრული პირის თანხმობით (რომელიც შემდგომში მოიხსენიება, როგორც „მეურვე“)და რომელიც მის მაგიერ გაეცნობა და დაეთანხმება მონაწილეობის პირობებს. ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას და/ან ვალდებულებას, თუ მონაწილისთვის პრიზის მინიჭება, მოითხოვს მეურვის თანხობას. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მონაწილის პასუხისმგებლობას.

3.4. პირს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პრომოუშენში, თუ მისი საცხოვრებელი ქვეყანა არ შედის ქვემოთ მოცემული, 6.7. პუნქტით გათვალისწინებულ ქვეყანათა ჩამონათვალში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზატორი არ აგებს პასუხს, მონაწილის მიერ პრომოუშენში კანონიერ მონაწილეობაზე, საკუთარი ქვეყნის ადგილობრივი კანონის შესაბამისად. მონაწილეს, რომელიც სწავლობს ან გაცვლითი პროგრამით იმყოფება სხვა ქვეყანაში, განაცხადი შეაქვს, პრომოუშენის პერიოდში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.5. თუ პირმა უკვე მიიღო პრომოუშენში მონაწილეობა წინა წლებში, მას კვლავ ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე წელს ჩატარებულ ღონისძიებაში.

3.6. მონაწილეს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს ( ჯგუფის სახით) ცალკე და Hyundai Wildcard Promotion ( ინდივიდუალურად), დეტალები იხილეთ ქვემოთ. თუმცა, თუ მონაწილე განაცხადს ორივე პრომოუშენზე შეიტანს და ჟიური თითოეული პრომოუშენის გამარჯვებულად დაასახელებს, მონაწილე უარს აცხადებს Hyundai Wildcard Promotion-ის განაცხადზე და მონაწილეობას გააგრძელებს წინამდებარე აპლიკაციით.

3.7. გუნდის ყველა წევრი პრომოუშენის პერიოდში უნდა იყოს სტუდენტი. თუ ერთი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ, რეგისტრაციისთვის, მონაწილეს მოუწევს ერთერთი ამ უნივერსიტეტის შერჩევა.

3.8. ორგანიზატორის დირექტორს, თანამშრომლებს, მონაწილის მშობლებს და მის წევრ კომპანიებს, შვილობილ კომპანიებს, წარმომადგენლებს, პრომოუშენის წარმოება-განვითარებაში ჩართული ნებისმიერ კომპანიას, მესამე მხარე მომსახურების მომწოდებელს ან სარეკლამო, პრომოუტერულ წარმომადგენლებს, უშუალო ოჯახის წევრებს და მათი ( მიუხედავად იმისა არის თუ არა ლეგალურად დაკავშირებული) ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ან მოიგონ ღონისძიების რომელიმე ჯილდო. ორგანიზატორი ვალდებულია, შერჩევისას, მონაცემთა ბაზის საშუალებით დაადგინოს აღნიშნულ პირობებთან თავსებადობა.
მექსიკისთვის: ორგანიზატორის დირექტორს, თანამშრომლებს, მშობლებს და მის წევრ კომპანიებს, შვილობილ კომპანიებს, წარმომადგენლებს, პრომოუშენის წარმოება-განვითარებაში ჩართული ნებისმიერ კომპანიას, მესამე მხარე მომსახურების მომწოდებელს ან სარეკლამო, პრომოუტერულ წარმომადგენლებს, პროფესიულ მრჩეველებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ან მოიგონ პრომოუშენის რომელიმე ჯილდო.

3.9. პირის ან ჯგუფის სახელით მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადი. მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ფიზიკურ პირს. თუ გამოირკვეა, რომ მონაწილე სხვადასხვა ელ.ფოსტას ან სოციალური ქსელის ანგარიშს იყენებს , მონაწილე ავტომატურად დისკვალიფიცირდება.

3.10. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ოფიციალური ენა არის ინგლისური და ყველა სახის კომუნიკაცია ორგანიზატორთან, მოცემული პრიობების, პრომოუშენის განმავლობაში მიღებული მითითებები იქნება ინგლისურ ენაზე. თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ პატივისცემის მიზნით. რუსეთისთვის, ოფიციალური ენა იქნება რუსული.

3.11. ორგანიზატორი არ მიიღებს კანდიდატების განაცხადს, რომელიც :ა) ავტომატურად, კომპიუტერულად არის შევსებული, ბ) შევსებულია მესამე მხარის მიერ ( მონაწილის სახელით) ან ჯგუფურად, გ) არის მოთხოვნებთან შეუსაბამო, შეცვლილი, გადაკეთებული, გაყალბებული; ან დ) არასრულად შევსებულია. ორგანიზატორი ინარჩუნებს უფლებებს ნებისმიერ დროს და საკუთარი შეხედულებისამებრ დაადგინოს მონაწილის მიერ წარმოდგენილი, ელ.ფოსტის მისამართის ნამდვილობა , მისი მშობლების, ან იურიდიული მეურვის თანხმობის ჩათვლით, მონაწილის პიროვნების, ასაკის ან სხვა დეტალების დასადგენად. მონაწილის ასაკთან ან საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, არასწორი მონაცემის, ასევე უმოქმედო ელ.ფოსტის მისამართთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის შემთხვევაში, განმცხადებელი ავტომატურად ჩაითვლება მოთხოვნებთან შეუსაბამოდ. გაამრჯვებულ(ებ)ს და, თუ შესაძლებელია მის თანმხლებ(ებ)ს მოეთხოვებათ ( დაეკისრებათ მის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები) მოქმედი პასპორტი და/ან სამოგზაურო დოკუმენტები, ვიზის ჩათვლით, მოქმედების სულ მცირე ექვსი თვის ვადით.

3.12. პრომოუშენში მონაწილეობისთვის, პირს უნდა ჰქონდეს Instagram-ის ანგარიში, და საჯაროდ ხელმისაწვდომი YouTube-ის ან Vimeo-ს ანგარიში. მონაწილეს არ აქვს Vimeo-ს საშუალებით მონაწილეობის მიღების უფლება, თუ ეს უკანასკნელი კონკრეტული შემთხვევისთვის აქვს გახსნილი ( როცა მომხმარებელს უწევს „ მიმდევრობის“ ყველა მოთხოვნის დადასტურება“). ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას, განმცხადებლის მიერ მესამე მხარის პლატფორმის ვადების და პირობების დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით.

3.13. თუ განმცხადებელი არ არის Instagram-ის, YouTube-ის ან Vimeo-ს რეგისტრირებული მომხმარებელი, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს შემდეგი ვებ გვერდების საშუალებით: www.instagram.com, www.youtube.com, www.vimeo.com,. დარეგისტრირება უფასოა.

3.14. www.redbullcanyoumakeit.com -ის კოდექსი წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ვადების და პირობების განუყოფელ ნაწილს. მათი დარღვევა , ორგანიზატორის გადაწყვეტილებისამებრ, იწვევს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას, გადახდილი თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნის უგულებელყოფით.

3.15. ღირსების კოდექსი:
1) მონაწილეს არ აქვს უფლება გამოიმუშაოს, მიიღოს ან გამოიყენოს, რედ ბულის გარდა, ნებისმიერი ვალუტა.
2) მონაწილეს არ აქვს უფლება გამოიყენოს პირადი ან ნათხოვარი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა გაჯეტი, გარდა ოფიციალურად მიწოდებულისა.
3) ჯგუფებს, მოგზაურობის განმავლობაში ფოტოების, ვიდეოების და სხვა კონტენტის ასატვირთად შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალურად მიწოდებული მოწყობილობა.
4) აკრძალულია მოგზაურობის წინასწარ დადგემილი მოდელი ( როგორიცაა: მონაწილის გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე, მისი მეგობრის მიერ);
5) იკრძალება სხვა მონაწილე გუნდის საბოტაჟი;
6) იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად მოქმედება, რომელსაც მონაწილე ეწვევა. მეტი სიზუსტისთვის, მიმართეთ ცენტრალურ მართვას (7.11.).
7) ჯგუფების განცალკევება აკრძალულია. მოგზაურობა უნდა დასრულდეს, გუნდური, სამკაციანი შემადგენლობის, სახით.
8) თითოეულმა გუნდმა უნდა მიაღწიოს სულ მცირე, 6 საკონტროლო პუნქტს.
9) თუ გუნდის წევრი დაარღვევს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ წესს, დისკვალიფიკაციას მიიღებს მთელი გუნდი. სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე პასუხს აგებს შესაბამისი გუნდი.

4. პრომოუშენის პერიოდი

4.1. პრომოუშენში წარმატებით მონაწილეობისთვის, მონაწილე ვალდებულია შევიდეს ვებგვერდზე და ნაბიჯნაბიჯ მიჰყვეს მოცემულ მითითებებს, რომელიც მოიცავს რეგისტრაციისთვის აუცილებელ მონაცემებს ( მაგ: სახელი და ელ.ფოსტის მისამართი). გარდა ამისა, თუ მონაწილე დარეგისტრირდება სოციალური ქსელის მაგ, Facebook-ის, Twiter-ის, Google-ის საშუალებით აუცილებელია ორგანიზატორისთვის დამატებითი ინფორმაციის ( მაგ: ასაკის და ადგილსამყოფელის) მიწოდება.

4.2. პრომოუშენი- შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- რეგისტრაციის ეტაპი დაიწყება 2019 წლის 1 ოქტომბერს, 00:00 სთ-ზე ( შუაღამეს) CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი) და დასრულდება 2020 წლის 17 თებერვალს CET (ან ადგილობრივი დროის ეკვივალენტი).
- შესარჩევი ეტაპი დაიწყება სოციალური ქსელით ხმის მიცემის საშუალებით, 2020 წლის 18 თებერვლიდან, 18:00სთ-ზე CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი) და დასრულდება 2020 წლის 24 თებერვალს, 23:59 სთ-ზე CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი), რომლის შემდგომაც ჟიური შეარჩევს მონაწილეებს, 2020 წლის 25 თებერვლიდან 00:00 სთ CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი) – 2020 წლის 8 მარტამდე, 17:00 CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი).
- ფინალური ეტაპი დაიწყება 2020 წლის 21 აპრილს , 12:00 სთ-ზე CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი) და დასრულდება 2020 წლის 28 აპრილს 15:00 სთ-ზე CET (ან ადგილობრიცი დროის ეკვივალენტი).

4.3. მონაწილე პროექტში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების გავლის შემდეგ. დაგვიანებული, მოთხოვნებთან შეუსაბამო , დაზიანებული ან არასარწმუნო აპლიკაციები არ მიიღება. დაკარგულ აპლიკაციებსა და გადაგზავნის მტკიცებულებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება. პრომოუშენის აპლიკაციები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

5. რეგისტრაციის ეტაპი

5.1. თუ მონაწილე აკმაყოფილებს მონაწილეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, იგი უფლებამოსილია ონლაინ , ვერგვერდის საშუალებით დაარეგისტრიროს საკუთარი თავი ან გუნდი. თითოეული მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს 3 წევრისგან. გუნდის წარმატებული რეგისტრაციისთვის, მონაწილე ვალდებულია შეიყვანოს პირადი მონაცემები: გვარი და სახელი, სქესი, დაბადების თარიღი და ელ.ფოსტის მისამართი. გარდა ამისად, აუცილებელია შემდეგი მონაცემები: ქვეყანა ( სადაც გუნდის სამივე წევრი ცხოვრობს), უნივერსიტეტის დასახელება, სადაც გუნდის სულ მცირე ერთი წევრი სწავლობს, გუნდის სახელწოდება, ავატარი/ფოტო, აღწერილობა, გუნდის ხასიათის/პერონალურობის შესახებ, პასუხგაცემული აპლიკაციის კითხვები და აპლიკანტის შესარჩევი ვიდეო (რატომ ისინი?), რომელსაც განმცხადებელი ტვირთავს Youtube-ის ან Vimeo-ს საშუალებით ვებგვერდზე ( წარდგენილი კონტენტი). მონაწილის ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წამს.

5.2. პრომოუშენში მონაწილეობის უფლება არის პირადი და არ გადაეცემა სხვას. ორგანიზატორი პასუხისმგებელია უზრუნველყოს შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და დაარეგისტრიროს შერჩევის პროცესი, შედეგების დასადგენად.

6. შესარჩევი ეტაპი

6.1. შესარჩევი ეტაპი ორ საფეხურად იყოფა, ესენია ხმის მიცემა და შერჩევა. რეგისტრაციის ეტაპის დასრულების შემდეგ, ატვირთავთ კონტენტს ვებგვერდზე, სადაც საზოგადოება ხმას მისცემს მისთვის სასურველ კონტენტს, ვიდეო რგოლის ’’მიმზიდველობიდან“ , ენერგიიდან და სათავგადასავლო ფაქტორიდან გამომდინარე, რაც სასურველ გუნდს განსაზღვრავს ქვეყნის მიხედვით („ ფინალისტები“) („სოციალური ხმის მიცემა“), რასაც უკვე შემდგომში შეარჩევს ჟიური. ფინალისტების რიცხვი უნდა შეადგენდეს, განმცხადებლების 25%-ს, თუმცა, მინიმუმს შეიძლება წარმოადგენდეს სულ მცირე ქვეყნის გუნდის კვოტის ოთხმაგი ოდენობა ( მოცემულია ქვემოთ 6.7. პუნქტში). მაგალითადი, ავსტრიის ქვეყნის კვოტის მიხედვით, შეუძლია ოთხი მონაწილე გუნდის წარდგენა. თუ ავსტრიაში შევიდა 100 განაცხადი, მათ უნდა ჰყავდეთ 25 ფინალისტი ( 25%). თუ ავსტრიაში შევიდა 20 აპლიკაცია, მათ უნდა ჰყავდეთ 16 ფინალისტი ( ქვეყნის კვოტაზე ოთხჯერ მეტი). ათწილადები დამრგვალდება მთელ რიცხვებამდე ( მაგ: 3,2 დამრგვალდება 4-მდე).

6.2. მომხმარებლებს ხმის მიცემა რამოდენიმეჯერ შეუძლიათ. მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცემს ვიდეოს დღეში ერთხელ. ჯგუფურად ხმის მიცემა არ არის ნებადართული.

6.3. სოციალური ხმის მიცემის შემდეგ, ორგანიზატორი, დამოუკიდებელი და შესაბამისი ცოდნის მქონე ჟიურისთან ერთად შეარჩევს 200 გუნდს ( თითოეული მათგანი მიიჩნევა „ადგილობრივი შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად“) მოთხოვნების მიხედვით შევსებული აპლიკაციების შესაბამისად. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება განხილვას. ზემოთ მოცემული წარმატებული რეგისტრაციის და ქვეყნის კვოტის გათვალისწინებით, ჟიური გუნდებს შეარჩევს ენერგიის, სათავგადასვლო ფაქტორის და კრეატიულობის მიხედვით. აპლიკაციების სავარაუდო სიმრავლიდან გამომდინარე, პასუხის გაცემა ინდივიდუალურად არ იქნება შესაძლებელი.

6.4. ორგანიზატორი 2020 წლის 9 მარტს დაასახელებს 200 ადგილობრივ გამარჯვებულ გუნდს, ვებგვერდზე კონტენტის გამოქვეყნების საშუალებით.

6.5. შესარჩევ ეტაპთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე: canyoumakeit@support.redbull.com. მონაწილისა ან შესაბამისი გუნდის დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი. იგი ვალდებულია უზრუნველყოს შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და განახლება, შედეგების გასაცნობად.

6.6. შერჩეულ გამარჯვებულ გუნდს (გუნდებს) საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ფინალურ ეტაპზე ანუ „Red Bull Can You Make It“? ღონისძიებაში.

6.7. ქვეყნის კვოტები ( ზემოთ მოცემული, 6.1. პუნქტის შესაბამისად) არის შემდეგი სახის:

ალბანეთი 2
ავსტრია 4
ბელარუსი 1
ბელგია 5
ბოსნია და ჰერცოგოვინა 1
ბრაზილია 1
ბულგარეთი 1
კანადა 3
ჩილე 1
კოლუმბია 1
ხორვატია 2
ჩეხეთის რესპუბლიკა 3
დანია 5
საქართველო 1
ეგვიპტე 1
ესტონეთი 1
ფინეთი 2
საფრანგეთი 13
გერმანია 15
საბერძნეთი 2
ჰონგ კონგი 1
უნგრეთი 3
ინდოეთი 4
ინდონეზია 1
ირლანდია 3
იტალია 10
იაპონია 5
ყაზახეთი 1
ქუვეითი 1
ლატვია 2
ლიბია 1
ლიეტუვა 1
მაკედონია 1
მალდივები 1
მალტა 1
მონტენეგრო 1
ნიდერლანდები 5
ნორვეგია 2
პაკისტანი 1
პერუ 1
ფილიპინები 1
პოლონეთი 4
პორტუგალია 4
რუმინეთი 4
რუსეთი 7
სერბეთი 3
სინგაპური 1
სლოვაკეთი 2
სლოვენია 2
სამხრეთ აფრიკა 2
სამხრეთ კორეა 1
ესპანეთი 10
შვედეთი 5
შვეიცარია 3
ტაივანი 2
თურქეთი 3
უკრაინა 1
ბრიტანეთის სამეფო 13
ა.შ.შ 15
უზბეკეთი 1
სხვა 1

6.8. ორგანიზატორი ინარჩუნებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს კვოტა. ცვლილებები გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

6.9. გარდა 200 გამარჯვებული გუნდისა, იქნება 1 Hyundai wildcard team , პრომოუშენში მონაწილე ერთი ოფიციალური პარტნიორიდან. ვაილდქარდზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა განმცხადებელს 18 წლიდან ზემოთ, გამარჯვებულის შერჩევის, გარდა იაპონიისა, რომელიც ექვემდებარეა 3.3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციის წესები და დეტალები იხილეთ ვებგვერდზე.

6.10. გამარჯვებული გუნდები, მთავარ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების გარდა, 2020 წლის 20 აპრილისთვის უზრუნველყოფილნი იქნებიან თითოეული ფინალისტის საცხოვრებელი ქვეყნიდან ორმხრივი ტრანსპორტირებით მოგზაურობის დაწყების ლოკაციამდე ( ან ორგანიზატორის მიერ მითითებულ მიმდებარე წერტილამდე), მაგ: ბარსელონა, ბუდაპეშტი, კოპენჰაგები, ამსტერდამი. ასევე მონაწილეები 2020 წლის 20 აპრილისთვის უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით, ისევე როგორც 2020 წლის 28 აპრილს, ფინიშის ხაზთან.

6.11. გამარჯვებული გამოვლინდება ქვემოთ მოცემული პროცედურების გავლის შედეგად:

7. ფინალური ეტაპი ( მთავარი ღონისძიება).

7.1. ღონისძიების კვირის განმავლობაში ( 2020 წლის 21 აპრილი-28 აპრილი), 200 მონაწილე გუნდიდან , ორგანიზატორი გამოავლენს, პირველი და მეორე ადგილის მფლობელებს, ქვემოთ მოცემული ქულათა სისტემის მიხედვით („ღონისძიების კვირა“).

7.2. მთავარი ღონისძიების განმავლობაში, ადგილობრივი გამარჯვებული გუნდები შვიდი დღის განმავლობაში, საწყისი ლოკაციიდან გაივლიან ასობით კილომეტრს ევროპის ერთერთ მთავარ ქალაქამდე ჩასასვლელად, სადაც მდებარეობს ფინიშის ხაზი. გზადაგზა, გუნდები ადგენენ საკუთარ მარშრუტს, სხვადასხვა ქალაქებში მდებარე საკონტროლო პუნქტების გავლით, ტვირთავენ ფოტოებს და ვიდეოებს , ოფიციალურად მიწოდებული მოწყობილობიდან, Instagram-ის საკუთარ ანგარიშზე, ასრულებენ ორგანიზატორების მიერ წინასწარ დაგეგმილ სათავგადასავლო თავსატეხებს, იყენებენ იმდენ ტრანსპორტირების ფორმას, რამდენიც შეუძლიათ და იღებენ მხარდაჭერას მათი მიმდევრებისგან სოციალურ ქსელებში.

7.3. გუნდი მოგზაურობას იწყებს ევროპის ერთერთი მთავარი ქალაქიდან ( ბარსელონა, მილანი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი და ამსტერდამი), ორგანიზატორის გადაწყვეტილებისამებრ (ქვეყნის შერჩევა გუნდი თავად არ შეუძლია). თითოეული გამარჯვებული გუნდი მიიღებს ნაკრებს, ჯგუფის მობილური ტელეფონით, რუკით, ბიზნეს ბარათებით -მთავარი ღონისძიებისთვის, უსაფრთხოების შესახებ მითითებებს, ზურგჩანთას და რა თქმა უნდა, 24 ქილა რედბულს. თითო მონაწილეს აქვს უფლება იქონიოს დამატებით ერთი ზურგჩანთა ( რომელშიც იქნება ტანსაცმელი, პირადი ნივთები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ქოლგა). დამატებითი ბარგის და ნივთების ტრანსპორტირებას ფინიშის ხაზამდე უზრუნველყოფს ორგანიზატორი, რომელსაც მფლობელი მიიღებს ღონისძიების დასასრულს. ყველა გუნდი ლოკაციას დატოვებს 2020 წლის 21 აპრილს, 12:00 სთ-ზე ( შუადღეს) CET (ან ადგილობრივი დროის ეკვივალენტი), და ექნება ერთი კვირა , ევროპის ერთერთ მთავარ ქალაქში მდებარე, ფინიშის ხაზამდე მისაღწევად, 2020 წლის 28 აპრილისთვის, 15:00 სთზე , CET (ან ადგილობრივი დროის ეკვივალენტი). თუ მონაწილე არ გამოცხადდა დანიშნულ ლოკაციაზე მითითებულ დროს, მას და მის ჯგუფს ჩამოერთმევათ მონაწილეობის უფლება, გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გარეშე. ორგანიზატორს შეუძლია გადაწყვიტოს ჯგუფის მონაწილეობის საკითხი, თუ მათი დაგვიანების მიზეზი, მათგან დამოუკიდებელი ფაქტორისგანაა განპირობებული ( მაგ: დაგიანებული ფრენა).

7.4. პირადი ტელეფონები, ჭკვიანი საათები, ტაბები, ჯიპიესები და მსგავსი ტექნიკა, ისევე როგორც ფული, საკრედიტო/სადებეტო ბარათები და გადახდის სხვა საშუალება დაილუქება („ აკრძალულ ნივთებთან“ ერთად) ორგანიზატორის მიერ გადაცემულ კონვერტებში. კვირის განმავლობაში ლუქის მოხსნის შემთხვევაში, გუნდს ჩამოერთმევა მონაწილეობის გაგრძელების უფლება. ორგანიზატორი უფლებამოსილია, საწყის ლოკაციაზე შეამოწმოს მონაწილეთა ზურგჩანთები და პირადი ნივთები, აკრძალული ნივთების არსებობის გამოსარიცხად. მონაწილეებს, რომლებსაც არ სურთ შემოწმების გავლა ან ცდილობენ მთავარი ღონისძიების დროს აკრძალული ნივთების გამოყენებას, ჩამოერთმევათ მონაწილეობის უფლება.

7.5. საკონტროლო პუნქტები მდებარეობს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და მათი სირთულეების, გეოგრაფიული მდებარეობის და მისაღწევად საჭირო დროის გათვალისწინებით სხვადასხვა ქულები ენიჭებათ. როცა გუნდი მიაღწევს საკონტროლო პუნქტს, მათ გადაეცემათ რედბულის დამატებითი ქილები მოგზაურობის გასაგრძელებლად. თითოეულ საკონტროლო პუნქტს გააჩნია სირთულე, რომლის წარმატებით გამკლავების შემთხვევაში გუნდები დააგროვებენ ქულებს. გამოწვევები გამოცდიან მონაწილეებს სხეულსა და გონებას ( ფიზიკური ატივობების, პრობლემების გადაჭრის უნარის ჩათვლით). ისინი განსხვავდებიან სირთულით, მოითხოვენ სტრატეგიას, კრეატიულობასა და სისწრაფეს. თითოეული გამოწვევის შესრულება, გუნდს მხოლოდ ერთხელ შეუძლია. მთავარ ღონისძიებაში წარმატებულად მონაწილებისთვის, გუნდი ვალდებულია ფინიშის ხაზამდე, სულ მცირე 6 საკონტროლო პუნქტამდე მივიდეს.

7.6. მოგზაურობის განმავლობაში ჯგუფის წევრებს დამატებითი ქულების გამომუშავება „სათავგადასავლო სიის“ ( „სათავგადასავლო კატეგორიის“) საშუალებით ან ინსტაგრამზე ( სოციალური კატეგორია) ჯგუფის კონტენტის ატვირთვის, გაზიარების ან ბმულის სახით დადების გზით, სოციალური მხარდაჭერის მიღებით შეუძლიათ. სოციალურ ქსელში დაგროვილი ქულები მონაწილეობის დონით ფასდება ( მაგ: ატვირთული კონტენტის მოწონება/კომენტარი). სათავგადასავლო სია სალონური თამაშის (მენაგვე სანადიროდ მიდის) და აუცილებლად შესასრულებელი დავალებების სიის ნაზავს წარმოადგენს. ეს სახალისო აქტივობები, პრომოუშენის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს. ქულის მისაღებად, ისინი ვიდეოს ან ფოტოს სახით უნდა აიტვირთოს. რაც უფრო მეტია შესაძლო მისაღები ქულა, მით რთულია აქტივობა შესასრულებლად.

7.7. თითოეული ჯგუფი მოგზაურობას 24 ქილისგან შემდგარი ერთი ჩემოდნით იწყებს და ცვლის ქილებს , მოგზაურობისთვის საჭირო ნებისმიერ საგანზე-იქნება ეს საკვები, ღამის გასათევი ადგილი, შემდეგ ლოკაციაზე ტრანსპორტირება თუ სხვა. ნაღდი ფული, საკრედიტო ბარათი, ბიტკოინი და გადახდის სხვა ფორმები არ არის ნებადართული და ასეთი საგნები შესაბამისად ილუქება კონტენინერებში.

7.8. ფინიშის ხაზი რედ ბულის ღონისძიების საბოლოო ლოკაციაა. იგი ევროპის ერთერთ მთავარ ქალაქში მდებარეობს და ღონისძიების კვირის წინ გახდება ცნობილი. ჯგუფები მოგზაურობას 2020 წლის 28 აპრილს, 15:00სთმდე, დაასრულებენ, CET (ან ადგილობრივი დროის ეკვივალენტი). თუ ჯგუფი ფინიშის ხაზს დადგემილ თარიღზე ადრე მიაღწევს , ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს მათ განთავსებას 2020 წლის 28 აპრილამდე. გარდა ამისა, მოგზაურობის წარუმატებელი დასრულების შემთხვევაში, ჯგუფების ღამის გასათევს არ უზრუნველყოფს ორგანიზატორი ( მაგ: დალუქული კონვერტის გახსნა, დისკვალიფიკაცია , პრომოუშენისთვის ზიანის მიყენება და ა.შ). გადაუდებელი შემთხვევისას, ან თუ ჯგუფი მონაწილეობის შეწყვეტას გადაწყვეტს ორგანიზატორი უზრუნველყოფს მათ უფასო ტრანსპორტირებას სახლამდე.

7.9. გამარჯვებული ჯგუფი შეირჩევა სამი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ( სოციალური კატეგორია, საკონტროლო პუნქტების კატეგორია და სათავგადასავლო კატეგორია). ჯგუფები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ქულების მიხედვით, რომელიც თითოეულ კატეგორიაში მათ ადგილს განსაზღვრავს, თითოეული ადგილი კი თითო ქულას ნიშნავს , რომელიც საბოლოოდ სამ ქულად დაჯამდება და წარმოადგენს ჯგუფის საბოლოო შედეგს.

- სოციალური ქულა -ადგილი- ქულა 1
- საკონტროლო პუნქტების გავლის ქულა-ადგილი= ქულა 2
- სათავგადასდავლო ქულა-ადგილი- ქულა 3

მონაწილე ჯგუფის საბოლოო შედეგი შედგება სამივე კატეგორიაში მიღებული ქულების ჯამისგან: ქულა 1+ქულა 2+ ქულა 3=საბოლოო შედეგი. თანაბარი შედეგების შემთხვევაში, გაიმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც სოციალურ კატეგორიაში უფრო მაღალ ქულებს მიიღებს.

- ქულა 1: ჯგუფის სოციალური მხარდაჭერის სიძლიერე:
ქულები მიენიჭება ისტაგრამზე გამოქვეყნებული კონტენტის მიხედვით, რომელიც ასევე გროვდება ვებგვერდზე: redbullcanyoumakeit.com.

- ქულა 2: შესრულებული საკონტროლო პუნქტების გამოწვევები:
თითოეული საკონტროლო პუნქტის გამოწვევის წარმატებით დაძლევისას, გუნდს ენიჭება ქულების სხვადასხვა რაოდენობა;

- ქულა 3: სათავგადასავლო თავსატეხების შესრულებული რაოდენობა:
ჯგუფების მიერ შესრულებულ სათავგადასავლო თავსატეხებს, სხვადასხვა ქულა ენიჭება. სათავგადასავლო თავსატეხებს სხვადასხვა ქულა ენიჭება, მათი სირთულიდან გამომდინარე. აღნიშნული ქულები გუნდს მიენიჭება მხოლოდ ფოტო ან ვიდეოს საშუალებით დადასტურების შემთხვევაში.
ზუსტი შეფასების სისტემას მონაწილეები 2020 წლის 20 აპრილს, დეტალური ბრიფინგის დროს გაეცნობიან, ორგანიზატორები ასევე გამოავლენენ მეორე ადგილის მფლობელ გუნდსაც.

7.10. მთავარ ღონისძიებაში მონაწილე ყველა გუნდს გადაეცემა ღონისძიების აპლიკაციაზე პროგრამირებული მობილური ტელეფონი, ცენტრალური მართვის სათადარიგო ნომრით. იკრძალება და შესაძლოა დაიბლოკოს ყველა გამავალი და შემავალი კავშირი (მონაცემი, ვებგვერდი, ტექსური შეტყობინება, ზარი და ა.შ) გარდა ცენტრალურ მართვასთან და ორგანიზატორთან დამაკავშირებელი ნომრისა და ვებგვერდის აპლიკაციის კავშირისა, აპლიკაციის ლიმიტის ფარგლებში. მონაწილეებს ესმით და თანხმობას აცხადებენ, რომ ტელეფონის გამოყენებისას შექმნილი თუ მასში არსებული ყველა მონაცემის ნახვა ხელმისაწვდომია ორგანიზატორისთვის, 11 და 12 ნაწილების თანახმად. მთავარი ღონისძიების დასრულების შემდეგ, მობილური ტელეფონი უკან გადაეცემა ორგანიზატორ გუნდს და რჩება მათი და თანამშრომელი პარტნიორების საკუთრებაში.

7.11. მთავარი ღონისძიების ცენტრალური მართვა წარმოადგენს სამსახურს, რომელიც იფუნქციონირებს 24 საათი 7 დღის განმავლობაში. იგი ღონისძიების მთავარი გასაკონტროლებელი ბერკეტია და რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეების საკონტაქტო ცენტრი იქნება. ცენტრალური მართვა თვალყურს ადევნებს თითოეული ჯგუფის პროგრესსაც.

7.12. ყველა ჯგუფის წევრი ანთავსებს პირად ნივთებს-როგორიცაა მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და საკრედიტო ბარათები დალუქულ კონვერტში/კონტეინერში და მიაქვთ მოგზაურობის განმავლობაში. გადაუდებელი შემთხვევისას, ან თუ გუნდი გადაწყვეტს , რომ ვერ მიაღწევს ფინიშის ხაზამდე, ისინი ხსნიან დალუქულ კონვერტს/კონტეინერს. მთავარ ღონისძიებაში გასამარჯვებლად, აუცილებელია მთლიანი გუნდი მივიდეს ფინიშის ხაზთან, ცენტრალური მართვის მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტირების გარეშე, კონვერტის/კონტეინერის ხელუხლებელი ლუქით. თაღლითობის ან მანიპულაციის შემთხვევაში, მთელი გუნდი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

7.13. მონაწილეთა დაულუქავი სხვა პირადი ნივთები, რომელიც არ იქნება მათივე ზურგჩანთით გადატანილი, გადაეცემა ორგანიზატორთა ჯგუფს, მონაწილის მიერ საწყის ლოკაციაზე მისვლისთანავე. მონაწილეები ხელს აწერენ პირადი ნივთების გადაცემასთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტს. აღნიშნული ნივთები ტრნსპორტირდება შესაბამისი საწყისი ლოკაციიდან ფინიშის ხაზამდე, ორგანიზატორის ხარჯზე. კონტეინერები და ჩანთები გადაიცემა დალუქულ მდგომარეობაში. მათი შიგთავსის დაზიანება, დაკარგვასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიიღება. არ შეიძლება ძვირფასი ნივთების გადაცემა, რადგან არც ორგანიზატორი და არც თანამშრომელი პარტნიორი არ იღებენ პასუხისმგებლობას, მათ დაკარგვასა და დაზიანებასთან დაკავშირებით. ფინიშის ხაზთან საკუთარი ნივთების ასაღებად, მონაწილეებს მოეთხოვებათ პიროვნების დადასტურება და ნივთებს შესაბამის პროტოკოლზე ხელმოწერით იბრუნებენ. ხელმოწერის შემდეგ, ნივთებთან დაკავშირებით პრეტენზია არ მიიღება.

7.14. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი , მონაწილეთა საკონტაქტო დეტალები
გამოიყენება მონაწილისთვის პრიზის მინიჭებასთან დაკავშირებით; მონაწილეები უნდა დარწმუნდენ მათ სისწორეში.

7.15. ღონისძიების კვირის დასრულებისთანავე გამოვლინდება გამარჯვებული და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები.

7.16. ორგანიზატორი ვალდებულია დაუკავშირდეს როგორც გამარჯვებულ, ასევე მეორე ადგილის მფლობელ ჯგუფს , პრომოუშენის განაცხადში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე, შეტყობინებასთან ერთად, ორივე: გამარჯვებულ და მეორე ადგილის მფლობელ გუნდებს მიეწოდებათ დეტალები, პრიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით , რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა 21 დღის ( ორგანიზატორი ატყობინებს პრიზის მფლობელებს მათი წარმატების შესახებ) განმავლობაში. თუ ვერ მოხერხდა პრიზის მფლობელთან დაკავშირება ან არ არის ხელმისაწვდომი ან არ მოითხოვა პრიზი 21 დღის განმავლობაში, ორგანიზატორი ინარჩუნებს უფლებას პრიზი შესთავაზოს შემდეგ , შერჩევის შედეგად გამოვლენილ, მონაწილეს.

7.17. თუ პრიზის მფლობელი უარს იტყვის პრიზზე, ალტერნატიული გამარჯვებული შეირჩევა შერჩევის პროცესის შედეგად. ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას , თუ პრიზის მფლობელი ვერ ახერხებს მის მიღებას.

7.18. პრიზი არის პირადი და არ ექვემდებარება გადაცემას , ხოლო მონაწილის მხრიდან მესამე მხარეს არ აქვს მასთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოთქმის უფლება.

7.19. პრიზის მფლობელების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ორგანიზატორის ვებგვერდზე. თუ მონაწილე არის პრიზის მფლობელი, იგი თანხმობას აცხადებს, რომ ორგანიზატორმა გაამჟღავნოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგ: სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ზემოთ მოცემულისამებრ.

7.20. მიწოდების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება პირველი და მეორე ადგილის მფლობელების მიერ პრიზის მოთხოვნიდან 90 დღე. პრიზების მიწოდების დაგვიანებასთან დაკავშირებით, გამარჯვებულები მიიღებენ შეტყობინებას. ორგანიზატორი გამარჯვებულს დაუკავშირდება ელ.ფოსტის საშუალებით, რომელიც მითითებულია, პრომოუშენში მონაწილეობის მისაღებად შევსებულ აპლიკაციაში.

8. პრიზები

8.1. თითოეულ გამარჯვებულ ჯგუფს გადაეცემა ეროვნული პრიზი ( სულ 600 პრიზი; ერთი პრიზი 200 გუნდის თითოეული წევრისთვის). ეს პრიზებია: ევროპის ერთერთ საწყის ლოკაციაზე ორმხრივი ეკონომ კლასის ბილეთი ჯგუფის სამივე მონაწილისთვის , რომელსაც ორგანიზატორი შეარჩევს: ამსტერდამს, ბარსელონას, ბუდაპეშტს, კოპენჰაგენსა და მილანს შორის. აუცილებელია საწყისს ქალაქში ჩასვლა არაუგვიანეს 2020 წლის 20 აპრილისა. უკან დასაბრუნებელი ფრენა შედგება 2020 წლის 29 აპრილს. 2020 წლის 13 და 21 აპრილისთვის უზრუნველყოფილი იქნება ჰოსტელი. პრომოუშენის კონცეფციის ნაწილიდან გამომდინარე, საცხოვრებელი არ იქნება უზრუნველყოფილი 22 აპრილამდე. პრიზის მთლიანი ღირებულება დამოკიდებული იქნება გამარჯვებული ჯგუფის თითოეული წევრიხ საცხოვრებელ ადგილზე, საწყის ლოკაციასა და დაჯავშნის მომენტში არსებულ ფასზე. ეროვნული პრიზის ღირებულებამ საერთო ჯამში არ უნდა გადააჭარბოს ადამიანზე 2 500 ევროს ( ან შესაბამისი ადგილობრივი ვალუტის ეკვივალენტს) ( გადასახადების ჩათვლით).

8.2. პრომოუშენის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ერთი საერთო პრიზით ჯამში სამი პრიზით, (თითო პრიზი ჯგუფის თითო წევრს), რომელიც მოიცავს მოგზაურობას. პრიზი შეიძლება მოიცავდეს ორი გზით ტრანსპორტირებას ( რომელსაც განსაზღვრავს ორგანიზატორი, მანძილიდან გამომდინარე), თითოეული წევრის საცხოვრებელი ადგილიდან ( ან ორგანიზატორის მიერ დადგენილი, მიმდებარე ლოკაციიდან). აღნიშნული ასევე მოიცავს განთავსებას, ერთი ადგილიდან მეორეზე ტრანსპორტირებას, ტურისტული მიმართულების შერჩევას და რედ ბულის ღონისძიებებზე დასწრებას, თუმცა არ მოიცავს ყოველდღიურ ხარჯებს. პრიზის მთლიანი ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის თითოეული წევრის საცხოვრებელ ადგილზე, მოგზაურობის ხანგრძლივობაზე და დაჯავშნის დროს ფასზე. სამ ძირითად გამარჯვებულს მოეთხოვებათ ერთიდაიგივე მარშრუტით სარგებლობა, საწყისიდან ბოლოს ჩათვლით და დაბინავდებიან ერთსადაიმავე სასტუმროს ოთახში, ორგანიზატორის გადაწყვეტილებისამებრ. მთლიანი პრიზის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ადამიანზე 8 500 ევროს ( ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში) ( გადასახადების ჩათვლით), პრიზი მოითხოვება 2020 წლის 8 მაისამდე.

8.3. მეორე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან ორი გზით ტრანსპორტირებით ( რომელსაც განსაზღვრავს ორგანიზატორი, მანძილიდან გამომდინარე), თითოეული წევრის საცხოვრებელი ადგილიდან ( ან ორგანიზატორის მიერ დადგენილი, მიმდებარე ლოკაციიდან) მათ მიერი შერჩეულ რედ ბულის ღონისძიებაზე. აღნიშნული ასევე მოიცავს ოთხ ვარსკვალიან სასტუმროში ორი ღამით განთავსებას,მთლიანი პრიზის ღირებულება დამოკიდებულია თითოეული ჯგუფის წევრების საცხოვრებელ ადგილზე, არჩეული ღონისძიების ლოკაციასა და დაჯავშნის დროს ღირებულებაზე. მეორე ადგილის მფლობელ გუნდს მოეთხოვება ერთიდაიმავე მარშრუტით სარგებლობა
საწყისიდან ბოლოს ჩათვლით და დაბინავდებიან ერთსადაიმავე სასტუმროს ოთახში, ორგანიზატორის გადაწყვეტილებისამებრ. მთლიანი პრიზის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ადამიანზე 1000 ევროს ( ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში) ( გადასახადების ჩათვლით), პრიზი მოითხოვება 2020 წლის 31 მაისამდე.

8.4. პრიზის მიღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა ფულადი ჯილდოს, უსაფრთხოების, წასახემსებლის, სასმელის და მასთან დაკავშირებული ხარჯი ეკისრება გამარჯვებულს ან მის კომპანიონს. თუ გამარჯვებული ცხოვრობს დანიშნულების ადგილიდან მცირე რადიუსში, საჰაერო ტრანსპორტირების ნაცვლად, უზრუნველყოფილი იქნება, სახმელეთო ტრანსპორტირება. ხოლო ფასში განსხვავება არ ანაზღაურდება.

8.5. თითოეული ადგილობრივი გამარჯვებული, (პირველი და მეორე ადგილის მფლობელები ერთობლივად „პრიზიორები“) უნდა ფლობდნენ და გამგზავრებამდე წარმოადგინონ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები ( მაგ: მოქმედი პასპორტი და სხვა, სამთავრობო სტრუქტურის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საჭიროების შემთხვევაში ვიზა). სამოგზაურო დაზღვევა და თანხის დახარჯვა წარმოადგენს პრიზიორის პასუხისმგებლობას. თვითმფრინავის ბილეთის გაცემისას, პრიზიორების ვინაობა აღარ შეიცვლება. ორგანიზატორი, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრავს ავიაკომპანიას, აეროპორტს, ფრენის მარშრუტს და ღამის გასათევს. შესაძლოა იყოს სამგზავრო და განთავსებასთან დაკავშირებული პირობები და შეზღუდვები. ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს დაკარგული, გაფუჭებული ან მოპარული ბილეთები ან სამგზავრო ვაუჩერები.

8.6. ორგანიზატორი ინარჩუნებს უფლებებს შეცვალოს პრიზი, იმავე ან მეტი ღირებულების მქონე პრიზით , კანონის ფარგლებში.

8.7. წინამდებარე ნაწილით დადგენილი, პრიზებთან დაკავშირებული პირობები დგება ორგანიზატორის წარმომადგენლის მიერ რედ ბულის ჯგუფთან ერთად. მონაწილეებს არ აუნაზღაურდებათ სამგზავრო ან სხვა ხარჯები , გარდა იმისა, რაც უშულოდ არის წინამდებარე პირობებში მითითებული.

8.8. არ იქნება გამოყენებული ნაღდი ფულის ალტერნატივა, ხოლო პრიზები არ ექვემდებარება სხვაზე გადაცემას და არ ანაზღაურდება.

8.9. პრიზიორები პასუხისმგებლები არიან საგადასახადო ორგანოსთვის, პრიზთან დაკავშირებით გადასახდელ, ყველანაირ გადასახადზე ( სარგებელის და ჯარიმის ჩათვლი. იაპონიისთვის: თუ ლეგალურად მონაწილე არასრულწლოვანი იგებს პრიზს და მისი მიღება მოითხოვს მეურვის თანხმობას, ორგანიზატორი უფლებამოსილია განსაზღვროს ალტერნატიული გამარჯვებული, თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში. არც მონაწილეს და არც მის მეურვეს არ აქვს უფლება, პრეტენზია გამოთქვან ორგანიზატორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის: ორგანიზატორი აცნობებს პრიზიორს, რომ რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კანონის დებულებების თანახმად, თუ ორგანიზაციებიდან მიღებული პრიზის და ნატურით მიღებული ჯილდოს ღირებულება აღემატება 4 000 ოთხი ათას) რუსულ რუბლს საანგარიშო პერიოდისთვის ( კალენდარული წელი) იბეგრება პირადი საშემოსავლო გადასახადით. პრომოუშენში მონაწილეობით და პირობებზე დათანხმებით, მონაწილეები, გამარჯვებულის ჩათვლით, ინფორმირებულნი არისნ რუსეთის საგადასახადო კანონით გათვალისწინებული ნორმების შესახებ.

8.10. მოქმედი კანონის შესაბამისად, ყველა სახის პრიზი გადაცემა მოხდება ისე „როგორიც არის ის“ ნებისმიერი გარანტიის, გარეშე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დამაკმაყოფილებელი ხარისხის ნაგულისხმებ გარანტიას ან კონკრეტულ მიზანთან შესაბამისობას).

9. ორგანიზატორის უფლება პირობების შეცვლისა და დისკვალიფიკაციის შესახებ.

9.1. თუ ორგანიზატორის აზრით, პრომოუშენთან დაკავშირებით არსებობს რაიმე საფრთხე, რომლის მოგვარებაც აღემატება მის ძალებს, იგი ინარჩუნებს უფლებას, კანონის ფარგლებში და მონაწილის კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გარეშე, შეცვალოს, შეწყვიტოს, შეასწოროს ან გაახანგრძლივოს პრომოუშენი, მონაწილის ან მესამე მხარისთვის ზარალის, ზიანის მიყენების ან პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი). მონაწილე ვალდებულია რეგულარულად ამოწმოს ჩვენი ვებ გვერდი, ნებისმიერი ცვლილებების შესაბ ინფორმაციის მისაღებად.

9.2. ორგანიზატორი ინარჩუნებს უფლებას, პრომოუშენის მიმდინარეობის პერიოდში, ნებისმიერი დროს და საკუთარი შეხედულებისამებრ შეწყვიტოს ხმის მიცემის პროცესი და მოხსნას მონაწილე გათამაშებიდან, თუ აღმოჩნდა, რომ მისთვის ხმის მიცემა დაფინანსებულია/მასში გადახდილია თანხა ან გარკვეულწილად არსებობს იძულება, ფინალისტის ან მესამე მხარის მიერ და/ან ფინალისტი ვერ მოახერხებს დაიცვას მოცემული პირობები, შემჩნეულია თაღლითობაში და უკანონო და მსგავს ქმედებაში. ორგანიზატორის გადაწყვეტილება მსგავს საკითხებთან დაკავშირებით არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

9.3. თუ გამარჯვებული პრიზიორი იქნა დისკვალიფიცირებული, პრიზი იქნება ჩამორთმეული, ხოლო პრიზიორი გამოვლინდება შერჩევის პრინციპით.

10. სამართლიანი თამაში

10.1. მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ შეტანილი განაცხადი არ არღვევს სხვის უფლებებს ან შეიცავს პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელყოფის , ინტელექტუალური უფლების, ბრენდის და სავაჭრო მარკების დასახელებებს, რომელთა კონკრეტულად ამ მიზნობრიობით გამოყენებისთვის დაკავშირებითაც მონაწილეს გააჩნია შეზღუდული ნებართვა, შეიცავს სხვის მიერ შექმნილი საავტორო უფლებების ამსახველ მასალას, გარდა იმ მასალისა, რომელთა გამოყენებასთან დაკავშირებით მონაწილეს მიცემული აქვს თანხმობა ან ნებართვა, მოიცავს ჩაგვრის შემცველ, სახიფათო, შეუსაბამო , შეურაცხმყოფელ, მავნებელ, დიფამატორულ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს და მასალა მიღებული აქვს უკანონო, იურისდიქციიაზე გავრცელებული რეგულაციების საწინააღმდეგო გზით . თუ პრომოუშენი იმართება ერთი ან მეტი, მესამე მხარის პლატფორმით, მონაწილე იძლევა გარანტიას, რომ მისი განაცხადი არ არღვევს , მესამე მხარის პლატფორმით დადგენილ პირობებს.

10.2. მონაწილე უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას, რომ პირადად ან სხვაგვარად მონაწილეობის შედეგად მოახერხა და დააკმაყოფილა მასალების დამოუკიდებლად შექმნასთან დაკავშირებული, შესაბამისობის კრიტერიუმი და, რომ მონაწილეს არ გამოუყენებია აკრძალული საშუალებები, როგორიცაა ავტომატური რობოტები, სკრიპტები, მომსახურება და მანიპულაციის სხვა ფორმები.

10.3. მონაწილე წარადგენს ნებართვას, რომელიც მინიჭებული აქვს კონკრეტული, იდენტიფიცირებული პირისგან, რომელიც ასახულია განაცხადში ან ვიდეოში , პრმოუშენის პირობების შესაბამისად, მათ შორის სპონსორის ორგანიზატორის უფლებას, შეუზღუდავად გამოიყენოს განაცხადი და გამოსახულება სამომავლო კომერციული მიზნობრიობისთვის. თუ განაცხადში მოცემული პირი ან გამოსახულება არის არასრულწლოვანი, საჭიროა მისი მშობლის ან მეურვის ხელმოწერა და წერილობითი თანხმობა. განაცხადი და გამოსახულება არ უნდა შეიცავდეს რომელიმე პირის, პიროვნულად მაიდენტიფიცირებელ იფორმაციას.

10.4. მე-10 ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია დაიცვას და აუნაზღაუროს ორგანიზატორს დარღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ინტელექტუალური უფლებების საფუძველზე.

11. უფლებების მინიჭება

11.1. მონაწილე უფლებამოსილია წარუდგინოს პრომოუშენთან დაკავშირებული მასალა ორგანიზატორს ( ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „ მონაწილების მისაღების მასალები“), რომლებიც მოიცავს მონაწილის ( ან სხვის) ხმას, გამოსახულებას, ფოტოს, განცხადებას, ბიოგრაფიულ მონაცემებს, სახელს და სხვა, მომხმარებელთან დაკავშირებულ კონტენტს.

11.2. პრომოუშენში მონაწილეობის და მონაწილის მიერ პრიზის მოგების შესაძლებლობის გათვალისწინებით, მონაწილე კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მონაწილეობის მისაღებად გათვალისწინებულ მასალებს გადასცემს ორგანიზატორს . თუ უფლებები არ ექვემდებარება გადაცემას, მონაწილე ორგანიზატორს ანიჭებს, შეუზღუდავ, ექსკლუზიურ, უსასყიდლო ლიცენზიას, გამოიყენოს აღნიშნული მასალები ნებისმიერი მიზნობრიობით ( პრომოუშენთან დაკავშირებით). აღნიშნული მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი უფლებებით: ტრანსლაციის უფლებები ( მაგ: უსასყიდლო/ფასიან სატელევიზიო, საკაბელო, სატელიტური, მობილური ტელევიზიის, აიპი-სატელევიზიო/ვებ სატელევიზიო), საჯაროდ ხელმისაწვდომ ( ჩამოსატვირთ/მოთხოვნად უფლებებ), ფილმთან, თეატრთან დაკავშირებულ უფლებები( სინემატიკურ/საგამოფენო), ვიდეოსთან დაკავშირებულ უფლებებს ( მაგ: დვდ), გავრცელების და ასლის გაკეთების, პრომოუშენის უფლებები ( მაგ: გამოიყენოს მასალები პრომოუშენისთვის, მისი სადისტრიბუციო არხებით გავრცელების უფლება), გამოქვეყნების და ვაჭრობასთან დაკავშირებულ უფლებები ( მაგ: ბეჭდური მედია, ნებისმიერი სახის საქონლის და მომსახურებასთან დაკავშირებული უფლება), ასევე მასალების სარეკლამო მიზნობრიობით გამოყენების ჩათვლით (ზღვარს ზემოთ მარკეტინგული უფლებები). ორგანიზატორი უფლებამოსილია შეცვალოს, ამოჭრას, მოახდინოს მასალების დუბლირება ან სინქრონიზაცია და შეაერთოს ისინი სხვა, აუდიო-ვიზუალურ პროდუქციასთან. კოლუმბია: წინა წინამდადებაში ნახსენები ლიცენზია გაცემულია ოცდა ხუთი წლის ვადით. ორგანიზატორი არ იძლევა კონფიდენციალურობის გარანტიას მონაწილისთვის მინიჭებულ მასალებთან დაკავშირებით , რომელსაც მონაწილე ატვირთავს, წარადგენს, გადაცვლის ან ატვირთავს ვებგვერდზე და რომელიც ერთპიროვნულად კონტროლდება მონაწილის და არა ორგანიზატორის მიერ. მონაწილე ერთპიროვნულად პასუხისმგებელია შეამოწმოს და დაიცვას საკუთარი , მასალებთან დაკავშირებული ინტელექტუალური უფლებები, რომელთან დაკავშირებითაც ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას.

11.3. მონაწილე წარადგენს და იძლევა გარანტიას, რომ ყველა საჭირო უფლება, ნებართვა, თანხმობა და მორალური უფლებები ჯეროვნად და ეფექტურად აქვს მიღებული სხვა მონაწილის, შემსრულებლის, წარმომდგენის, კონტრიბუტორის ან სხვა , მასალებს, მომსახურებას ან შესაძლებლობებთან დაკავშირებული პირისგან.

11.4. პრიზიორს, კანონის ფარლგებში მოეთხოვება პრომოუტერულ აქტივობებში მონაწილეობა, ხოლო ორგანიზატორი ინარჩუნებს უფლებას გამოიყენოს პრიზიორების სახელები და მისამართები, ფოტოებთან და აუდიო/ან ვიზუალურ ჩანაწერებთან ერთად პრომოუტერულ მასალებში, იმ ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც აქვს მონაწილის თანხმობა. ორგანიზატორი იღებს თანხობას პრიზიორებისგან , საჭიროების შემთხვევაში. მონაწილე ადასტურებს და აღიარებს, რომ მონაწილე და მასალებში მოცემული ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აკრძალოს ან უარი განაცხადოს მარკეტინგული მიზნით მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით.

11.5. თუ მონაწილე იგებს პრომოუშენს, იგი იძლევა თანხმობას, ორგანიზატორს გადასცეს მონაწილის ინტელექტუალური უფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში, სრულ გარანტიასა და მორალურ უფლებასთან ერთად, რომელიც წარმოიშობა მის მონაწილეობასთან დაკავშირებით და რომელზეც, მონაწილეს, პერიოდულად ექნება უფლება, მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კანონის და კანონმდებლობის საფუძველზე. მონაწილე გარკვევით აღიარებს, რომ მასალებში მოცემული ნებისმიერი პირი და თვითონ უფლებამოსილნი არიან უარი განაცხადონ მათი მარკეტინგული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით.

11.6. ორგანიზატორი უფლებამოსილია გადასცეს 11-ე ნაწილით მინიჭებული ყველა უფლება და ქველიცენზია მესამე მხარეებს, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება პრომოუტერული პარტნიორებით და/ან სპონსორებით, მესამე მხარე მედია და პლატფორმის პარტნიორებით და მისცეს მათ ამ უფლებების სხვაზე გადაცემის საშუალება.

12. ინფორმაციის და პირადი მონაცემების შეგროვება

12.1. ინფორმაცია, ორგანიზატორის მიერ პრომოუშენთან დაკავშირებით, თქვენი პირადი მონაცემების მოპოვების, დამუშავების და შენახვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ პოლიტიკის პირობებში.

12.2. იაპონიისთვის: პრომოუშენისთვის გამოყენების მიზნობრიობით, ორგანიზატორი აგროვებს მონაწილის პირად ინფორმაციას და სთავაზობს რედ ბულის პროდუქტებს და მომავალ ღონისძიებებს ( მიზანი). მონაწილის პირადი ინფორმაცია ინახება ორგანიზატორის მიერ მონაწილის პირად იფორმაციასთან დაკავშირებული, იაპონური აქტის და სხვა მოქმედი კანონის საფუძველზე. თუ მონაწილე არ მიაწვდის ორგანიზატორს პირად მონაცემებს, ორგანიზატორს არ ექნება შესაძლებლობა უზრუნველყოს მისი პრომოუშენში მონაწილეობა ან მიაწოდოს მონაწილეს, რედ ბულის პროდუქტებსა და სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ორგანიზატორი უფლებამოსილია , მონაწილის პირადი მონაცემები მიაწოდოს აღნიშნული მიზნობრიობით მასთან დაკავშრებულ პირებს და მესამე მხარეებს იაპონიის, ევროპის, აშშ-ს ან სინგაპურის ფარგლებში, მაგრამ ორგანიზატორი იღებს ყველა შესაბამის ზომას, რომ უზრუნველყოს მონაწილის პირადი მონაცემების დაცვა. მეტი ინფორმაციისთვის, მონაწილის მიერ , ორგანიზატორის ხელთა არსებულ პირად ინფორმაციასთან წვდომისა და შესწორების შესახებ, იხილეთ ორგანიზატორის პოლიტიკა ან დაუკავშირდით ელ.ფოსტის საშუალებით: privacy@redbull.com.

12.3. რუსეთისთვის: ორგანიზატორი აკონტროლებს თქვენს პირად მონაცემებს მისი პრომოუშენში გამოყენების მიზნით და გაწვდით ინფორმაციას რედ ბულის პროდუქციასა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ(„ მიზანი“). თქვენი პირადი მონაცემები ინახება ორგანიზატორთან პირადი მონაცემების შესახებ , 2006 წლის 27 ივლისი N 152-FZ კანონის საფუძველზე. ორგანიზატორი უფლებამოსილია მიაწოდოს მასთან, მოცემული მიზნობრიობით დაკავშირებულ პირებს, თქვენი პირადი ინფორმაცია, https://policies.redbull.com/policies/RedBull.com_Russia/201807111103/ru/affiliates.html -ის შესაბამისად, მსოფლიოს ფარგლებში, თუმცა ამავდროულად უზრუნველყოფს, მონაწილის პირადი მონაცემების ჯეროვან დაცვას.

12.4. ჰონგ კონგისთვის: ორგანიზატორი აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას მისი ღონისძიებებში, მომხარებლის აქტივაციაში, პრომოუშენში, ვებგვერდებისა და აპლიკაციებისთვის, ბიზნეს პრაქტიკის, მომსახურების, პროდუქციის გაუმჯობესების მიზნით , რათა უზრუნველყოს თქვენთვის საუკეთესო გამოცდილების მოწოდება ჩვენი ვებ გვერდების და აპლიკაციების გამოყენებით, უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და გაწვდით ინფორმაციას ჩვენი პროდუქციის, ღონისძიებების და სხვა საქმიანობის შესახებ (მიზანი). თქვენს პირად მონაცემებს ინახავს ორგანიზატორი მონაცემთა დაცვის პრინციპების და პირადი მონაცემების შესახებ განკარგულების ( თავი 486) შესაბამისად. მოთხოვნილი პირადი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულია. თუ თქვენ არ მიაწვდით პირად ინფორმაციას , ორგანიზატორი ვერ შეძლებს თქვენს პრომოუშენში ჩართვას და დარეგისტრირებას ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ვერ მოაგწვდით პროდუქციასა და სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას. ვერ დაგიკავშირდებათ იმ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაგაჩნდეთ გამოცდილების და მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ორგანიზატორი უფლებამოსილია თქვენი პირადი ინფორმაცია მიაწოდოს, მასთან მოცემული მიზნობრიობით დაკავშირებულ პირებს, რომლებიც მდებარეობენ ან იმყოფებიან ჰონგ კონგსა თუ სხვა ქვეყნებში (ევროპის, აშშ-ს ავსტრალიის ან სინგაპურის ჩათვლით), თუმცა, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად. ორგანიზატორი უფლებამოსილია თქვენი მონაცემები გადასცეს მასთან, მოცემული მიზნობრიობით დაკავშირებულ პირებს, მიზნის განსახორციელებლად. ორგანიზატორი და მასთან დაკავშირებული პირები იღებენ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად. დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის, როგორ შეგიძლიათ იხილოთ და შეასწოროთ თქვენი პირადი მონაცემები, ეწვიეთ პირადი მონაცემების შესახებ პოლიტიკის ვებგვერდს ან დაუკავშირდით ორგანიზატორს, შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: privacy@redbull.com.

12.5. უკრაინისთვის: თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ორგანიზატორი უფლებამოსილია შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გადასხეს ან სხვაგვარად გამოიყენოს , პრომოუშენისთვის გამოყენების მიზნით, თქვენს მიერ ორგანიზატორისთვის გადაცემული, პირადი მონაცემები, ( რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება სახელით, ელ.ფოსტით, ტელეფორნის ნომრით, ასაკით და ადგილმდებარეობით). ორგანიზატორი უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პირადი ინფორმაცია „ პირადი მონაცემების დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის და ორგანიზატორის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ექვემდებარება დროდადრო ცვლილებებს. თქვენ აღიარებთ , რომ კარგად იცნობთ, „ პირადი მონაცემების დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონით დადგენილ თქვენს უფლებებს. ორგანიზატორი უფლებამოსილია თქვენი პირადი ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს ( ჰიუნდაის ჩათვლით), მარკეტინგული და კომერციული მიზნობრიობით გამოყენებისთვის.

12.6. ახალი ზელანდიისთვის: რედ ბული ახალი ზელანდია ლიმიტედი ( კომპანიის ნომერი: 1179756) („ორგანიზატორი“) აგროვებს თქვნს პირად მონაცემებს ღონისძიებებში, მომარებლის აქტივაციაში, პრომოუშენში, ვებგვერდებისა და აპლიკაციებისთვის, ბიზნეს პრაქტიკის, მომსახურების, პროდუქციის გაუმჯობესების მიზნით , რათა უზრუვნელყოფს თქვენთვის საუკეთესო გამოცდილების მოწმოდებას, ჩვენი ვებ გვერდების და აპლიკაციების გამოყენებით, უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და გაწვდით ინფორმაციას ჩვენი პროდუქციის, ღონისძიებების და სხვა საქმიანობის შესახებ (მიზანი). თქვენს პირად მონაცემებს ინახავს ორგანიზატორი მონაცემთა დაცვის პრინციპების და პირადი მონაცემების შესახებ 1993 წლის აქტის შესაბამისად. მოთხოვნილი პირადი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულია. თუ თქვენ არ მიაწვდით პირად ინფორმაციას , ორგანიზატორი ვერ შეძლებს თქვენს პრომოუშენში ჩართვას და დარეგისტრირებას ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ვერ მოაგწვდით პროდუქციასა და სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას. ვერ დაგიკავშირდებათ იმ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაგაჩნდეთ გამოცდილების და მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ორგანიზატორი უფლებამოსიულია თქვენი პირადი ინფორმაცია მიაწოდოს, მასთან მოცემული მიზნობრიობით დაკავშირებულ პირებს, რომლებიც მდებარეობენ ან იმყოფებიან ახალ ზელანდიასა თუ სხვა ქვეყნებში (ევროპის, აშშ-ს ავსტრალიის ან სინგაპურის ჩათვლით), თუმცა, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად. ორგანიზატორი უფლებამოსილია თქვენი მონაცემები გადასცეს მასთან, მოცემული მიზნობრიობით დაკავშირებულ პირებს, მიზნის განსახორციელებლად. ორგანიზატორი და მასთან დაკავშირებული პირები იღებენ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად. დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის, როგორ შეგიძლიათ იხილოთ და შეასწოროთ ჩვენს ხელთ არსებული, თქვენი პირადი მონაცემები, ეწვიეთ ვებგვერდს:
https://policies.redbull.com/policies/RedBull.com_New_Zealand/201907010152/en/privacy.html ან დაუკავშირდით ორგანიზატორს, შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: privacy@redbull.com.

12.7. სინგაპურისთვის: („ორგანიზატორი“) აგროვებს თქვნს პირად მონაცემებს პრომოუშენში, ვებგვერდებისა და აპლიკაციებისთვის, ბიზნეს პრაქტიკის, მომსახურების, საჩივრის შეტანის, პროდუქციის გაუმჯობესების მიზნით , გაწვდით ინფორმაციას რედ ბულის პრიდუქციასა და სამომავლო ღონისზიებების შესახებ. (თუ ამასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადეთ) (მიზანი). თქვენს პირად მონაცემებს ინახავს ორგანიზატორი მონაცემთა დაცვის პრინციპების და პირადი მონაცემების შესახებ 1992 წლის აქტის და პირადი მონაცემების შესახებ კანონის შესაბამისად. მოთხოვნილი პირადი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულია. თუ თქვენ არ მიაწვდით პირად ინფორმაციას , ორგანიზატორი ვერ შეძლებს თქვენს პრომოუშენში ჩართვას.. ორგანიზატორი უფლებამოსილია თქვენი პირადი ინფორმაცია მიაწოდოს, მასთან მოცემული მიზნობრიობით დაკავშირებულ პირებს, რომლებიც მდებარეობენ ან იმყოფებიან სინგაპურსა თუ სხვა ქვეყნებში (ევროპის, აშშ-ს ავსტრალიის ჩათვლით), თუმცა, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად. ორგანიზატორი გაასაჯაროებს თქვენთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ მონაცემებს და გადასცემს მესამე მხარე პირადი მონაცემების დამმუშავებლებს, რაც საწიროა, მიზნის განსახორციელებლად , თქვენს მიერ მიცემული თანხმობის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის, როგორ შეგიძლიათ იხილოთ და შეასწოროთ ჩვენს ხელთ არსებული, თქვენი პირადი მონაცემები ან გამოთქვათ უკმაყოფილება თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით, იხილეთ ჩვენი პოლიტიკა ან დაუკავშირდით ორგანიზატორის მონაცემთა დაცვის წარმომადგენელს ელ.ფოსტის საშუალებით: privacy@redbull.com.

12.8. კოლუმბისთვის: მონაწილეობის პირობებზე დათანხმებით, ორგანიზატორი უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პირადი მონაცემები რედ ბულის ჯგუფთან ერთად ან მის გარეთ არსებული, მონაცემთა დამამუშავებელი ჯგუფების საშუალებით, პირადი მონაცემების პოლიტიკის შესაბამისად, რომელთან წვდომაც შესაძლებელია :
https://policies.redbull.com/policies/RedBull.com_Columbia/201904230244/es/privacy.html. საშუალებით.

12.9. პერუსთვის: მოქმედი ადგილობრივი კანონის ფარგლებში, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ ადგილსამყოფელის შესახებ, სადაც მონაცემთა ბაზაში ინახება თქვენი პირადი ინფორმაცია.

12.10. პირად მონაცემებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზატორს, შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
privacy@redbull.com.

13. პასუხისმგბლობა და გარანტია

13.1. კანონით დადგენილ ფარგლებში, ორგანიზატორი, მისი თანამშრომლები, წარმომადგენლები და დისტრიბუტორიები, არ იღებენ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ანაზღაურონ პრიზიორებს პრომოუშენში მონაწილეობის და პრიზის მიღების შედეგად მიყენებული ზარალი, ისინი პასუხს არ აგებენ მონაწილის დაშავებას ან გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვა შეიძლება მდგომარეობდეს თაღლითობას, თვითნებურ დანაშაულს ან უგულებელყოფაში. მონაწილის კანონით გათვალისწინებული უფლებები არის მუდამ მოქმედი; ჩილესთვის : (მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ,მომხმარებლის გარანტიები- კანონი #.19.496). საფრანგეთისთვის: მესამე მხარე სთავაზობს საქონელს და მომსახურებას, მასთან დაკავშირებით მიყენებულ ზარალსა და ზიანზე პასუხის აგებს თავად კომპანია და არა ორგანიზატორი.

13.2. კანონით დადგენილ ფარგლებში, ორგანიზატორი და რედ ბულის ჯგუფი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას , მონაწილეებისთვის, პრომოუშენში მონაწილეობის მიღების შედეგად მიყენებულ შემოსავლის, მოგების, კეთილი ნების, მონაცემთა, შესაძლებლობის დაკარგვასთან დაკავშირებით ( იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი), თუ ეს ზარალი არ წარმოიშობა ორგანიზატორის ან რედ ბულის ჯგუფის , სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის შედეგად, რა შემთხვევაშიც, ორგანიზატორი კვლავ იხსნის ვალდებულებას ზემოთ ხსენებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ფარგლებში.

13.3. ორგანიზატორი და რედ ბულის ჯგუფი არ აგებს პასუხს: მონაწილეობასთან დაკავშირებულ, დაგვიანებულ, დაზიანებულ, არასწორად გაგზავნილ, არასრულად შევსებულ, შეუსაბამო განაცხადს, ასევე სატელეფონო, ელექტრონული, კომპიუტერულ ან პროგრამული მომსახურებას , ინტერნეტის და ტელეფონის გაუმართაობასთან დაკავშირებით. პრიზის შესახებ გაგზავნილი და ადრესატამდე ვერმისულ შეტყობინებაზე, პრომოუშენში მონაწილეობის მსურვებელის მიერ , შეტანილი განაცხადის დაკარგვის, ვერ წარდგენის, არასწორად დამუშავების და ა.შ.

13.4. არ არსებობს პრომოუშენში მონაწილეობის იურიდიული უფლებები, ორგანიზატორი არ აგებს პასუხს, აპლიკანტის მიერ პრომოუშენში, გარკვეული მიზეზით მონაწილობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით.

13.5. ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი, მონაწილის მიერ, პრომოუშენის მიმდინარეობისას თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით. მონაწილე აცხადებს, რომ მასზე არ მოქმედებს არნაირი პირობა და ვითარება, რაც ხელს შეუშლის მას პრომოუშენში მონაწილეობის მიღებაში და არ შეუქმნის სხვას რისკს. მონაწილე ასევე თანხმობას აცხადებს , რომ მას არ ეკრძალება პრომოუშენში მონაწილეობა არანაირი მიზეზის გამო.

13.6. ორგანიზატორი და რედ ბულის ჯგუფი პასუხს არ აგებენ , მათ კონტროლს მიღმა არსებული ძალის პირდაპირი თუ უშუალო მოქმედების შედეგად, ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ,როგორიცაა: გაფიცვა, სამუშაოს შეჩერება, შემთხვევა, ფორსმაჟორული ვითარება, მანქანა-დანადგარების და საშუალებების გაუმართაობა, საკომუნიკაციო მომსახურება ან კომპიუტერი ( პროგრამული თუ კომპიუტერული უზრუნველყოფა), იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვითარება წარმოადგენს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ფორს-მაჟორულ ვითარებას.

13.7. არანაირი პირობა და გარანტია არ მოქმედებს, პრომოუშენსა და ჯილდოდ გადაცემულ უფასო პროდუქტებთან დაკავშირებით, ნაგულისხმევი და გამოხატული გარანტიის ჩათვლით ( რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დამაკმაყოფილებელი ხარისხის შესახებ გარანტიას ან კონკრეტული მიზნობრიობისთვის შესაბამისობას).

13.8. ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და/ან ვალდებულებას, თუ პრიზიორის მიერ ჯილდოს მიღება მოითხოვს მეურვის დასტურს. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მონაწილის პასუხისმგებლობას.

14. ზოგადი

14.1. წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტის უკანონობა, ძალადაკარგულობა ან განუხორციელებლობა არ მოქმედებს მის დანარჩენ პუნქტებზე.

14.2. წინამდებარე პირობები რეგულირდება ავსტრიის კანონით და მხარეები პასუხს აგებენ ზალცბურგის არაექსკლუზიური იურისდიქციის სასამართლოს წინაშე: იაპონიისთვის: აღნიშნული პირობები რეგულირდება და განიმარტება იაპონიის კანონით და მხარეები პასუხს აგებენ ტოკიოს სასამართლოს წინაშე. რუსეთისთვის: აღნიშნული პირობები რეგულირდება და განიმარტება რუსეთის ფედერაციის კანონით და მასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება შეთანხმების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავას გადაწყვეტს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

14.3. პირობების ბოლო ვერსია ხელმისაწვდომია ორგანიზატორის ვებ გვერდზე.

14.4. წინამდებარე პირობებთან და/ან პრომოუშენთან დაკავშირებული ზოგადი კითხვებით , გთხოვთ მიმართოთ ორგანიზატორს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
canyoumakeit@support.redbull.com.

14.5. ჩილესთვის: წინამდებარე პირობები წარდგინდება სანტიაგოს ნოტარიუსის წინაშე.
განახლებულია: 23.08.2019