შეგიძლიათ თუ არა იმოგზაუროთ 7 დღე ევროპის გარშემო, სადაც თქვენი ერთადერთი ვალუტა რედ ბული იქნება? ☁️ ☁️ ☁️ ☁️ ☁️ 🚁 👟 🎒
ღონისძიების დეტალები
01შეფასება
მოგზაურობის განმავლობაში გუნდები დააგროვებენ ქულებს 3 გზით: საკონტროლო პუნქტებზე შესრულებული გამოწვევებით, სოციალურ მედიაში მიღებული შეფასებებით და შესრულებული სათავგადასავლო დავალებებით.
02თუ ვერ შეძელით
ევროპაში მსგავსი მოგზაურობა არც ისე მარტივია. ამიტომაც იქნებიან გუნდები, რომლებიც ვერ გაართმევენ დავალებებს თავს. იმ შემთხვევაში თუ გუნდი გადაწყვეტს დანებდეს პროექტის გამოწვევას, მას შეუძლია ისარგებლოს გადაუდებელი დახმარების კონვერტში მოთავსებული პერსონალური სახსრებით ბერლინში ჩასასვლელად ან დაუკავშირდეს პროექტის მმართველ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში. წესებისა და პირობების, ღირსების კოდექსისა თუ წესდების უხეში დარღვევის შემთხევევაში, გუნდი იქნება დისკვალიფიცირებული Red Bull Can You Make It?-ის პროექტიდან. ასეთ შემთხვევაში გუნდი პირადად იქნება პასუხისმგებელი საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნებაზე.
03ღირსების კოდექსი
ღონიძიების განმავლობაში გუნდები შესაძლოა იყვნენ დისკვალიფიცირებულნი თუკი უხეშად დაარღვევენ ღირსების კოდექსს, რომელიც შემდეგი წესებისგან შედგება: